97 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

16 აპრილი 2021, 10:26 703 ნახვა

97 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები წერენ. მათივე ინფორმაციით, გართულებების მიუხედავად პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. 

''არაფერია შეუძლებელი! არასდროს დაკარგოთ უფლის რწმენა და იბრძოლეთ სიცოცხლის ბოლო წუთამდე... მადლობას ვუხდი მის მკურნალ ექიმებს: გურანდა თევზაძეს (ფოთი, მალთაყვა) და მაიკო ჯანაშიას (ზუგდიდი, რუხი), ასევე მთელ სამედიცინო პერსონალს, სიკეთისა და სიყვარულისთვის...

დასავლეთ საქართველოს სხვა არცერთ კლინიკაში არ იყო თავისუფალი ადგილი რეანიმაციულ ბლოკში (თუმცაღა “აპარატზე შეერთება” არ დაგვჭირდა)

ამიტომ საზღვრის პირას ვებრძოლეთ სიკვდილს და რა თქმა უნდა სიცოცხლემ გაიმარჯვა'' - წერს ხატია ჩახვაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში