მესამე სექტორი ნამოხვანჰესზე განცხადებას ავრცელებს

16 აპრილი 2021, 12:11 773 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი მიმართვა ნამახვანჰესთა დაკავშირებით. მათთან ერთად ექსპერტები ხელისუფლებას და ინვესტორებს , ასევე პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ,  რომ  გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად.  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  უმთავრესია, მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას. ციტატა“ ,,ჩვენ ვიზიარებთ პროტესტის მონაწილეების გულწრფელ მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემოს და მოსახლეობის ინტერესები. მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა ცალმხრივად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ, არამედ ერთობლივად, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვართ, რომ პროცესების შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი. სამწუხაროდ, მოვლენათა მიმდინარეობა არ იძლევა ამ ზიანის აცილების იმედს“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში