აჭარის მთავრობა შუახევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურად დაეხმარება

16 აპრილი 2021, 14:03 1264 ნახვა

აჭარის მთავრობა შუახევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს 15 ათასი ლარით დაეხმარება.

შემთხვევა გუშინ ღამით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში მოხდა.

ხანძარი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა. შედეგად სამი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა.

დაზარალებული ოჯახების ალტერნატიულ ფართში დაბინავებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში