საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი გათავისუფლებულია - შსს

16 აპრილი 2021, 14:20 2289 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ბანკის ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი თავისუფალია. 

ვაჟა სირაძის თქმით, არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებათ. 

ბანკის თანამშრომლების და შენობაში მყოფი სხვა პირები გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

"დაზიანება არავის არ მიუღია, ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილია პოლიციის შესაბამის დანაყოფებში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მოთხოვნების თაობასა და მძევლების რაოდენობა კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ"-განაცხადა ვაჟა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს არ დაუკონკრეტებია რა მოთხოვნები ჰქონდა შეიარაღებულ პირს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში