„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება - თამარ გაბუნია

16 აპრილი 2021, 15:12 1027 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვაქცინირებული პირები მეორე დოზის გაკეთებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.

„ფაიზერის“ დოზები გადანახულია, არაფერს ველოდებით და ამდენად, ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, არ გასულა ჯერ 8 კვირა. 15 მარტი იყო ყველაზე ადრეული პერიოდი, როდესაც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის ვაქცინაცია ჩატარდა, ამდენად, 15 მაისი არის პერიოდი, თუ 8-კვირიან პერიოდზე შევთანხმდებით, დაიწყოს განმეორებითი დოზების გამოყენება და ამასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაავრცელებს ინფორმაციას“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში