„სინოფარმით“ ვაქცინაციის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება​ - გაბუნია 

16 აპრილი 2021, 15:10 1169 ნახვა

„სინოფარმით“ ვაქცინაციის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ,,სინოფარმის'' ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული მწარმოებელს. ვაქცინაცია კი ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით მიმდინარეობს.

თამარ გაბუნიას თქმით, "სინოფარმთან" დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს რაიმე შეზღუდვას ასაკთან მიმართებაში. მისი ეფექტურობაზე მონაცემები უფრო მდიდარია ახალგაზრდებში, 60 წლის ზემოთ ასაკში მისი ეფექტურობის შესახებ მონაცემი კი ნაკლებია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჩინური ვაქცინა ,,სინოფარმის'' ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აპრილის ბოლოს არის დაგეგმილი, საქართველოში ვაქცინის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისიდან დაიწყება.

„საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში