ენმ-ის წევრი გამოკითხვაზე იმყოფებოდა

16 აპრილი 2021, 15:16 1129 ნახვა

23 თებერვალს, აჭარის მთავრობის წინ  ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“  აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შელაპარაკების გამო  ნაციონალური მოძრაობის წევრი მამუკა კომახიძე პოლიციაში დღეს გამოკითხეს. დღესვე გაიმართა სასამართლო პროცესი.  ოპოზიციური პარტიის  ქობულეთის ორგანიზაციის მდივნის ინფორემაციით,  მას სამართალდამცავი უწყება  პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და მის კანონიერ  მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებოდა. თუმცა როგორც ამბობს, მოსამართლემ  მათი მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო არ დააკმაყოფილა და როგორც კომახიძე ამბობს, ჩათვალა, რომ მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლების კანონიერ ჩარჩოებში ჯდებოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება  აჭარის მთავრობის წინ ტროტუარზე აქციის მონაწილეების მიერ წარწერების გაკეთების მცდელობას მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში