ქედის “ბეთლემმა” ხელვაჩაურის “მაჭახელა” 3-1 დაამარცხა

06 ნოემბერი 2016, 00:00 3971 ნახვა

საქართველოს  ეროვნული  ჩემპიონატის  მეთერთმეტე  ტურის  მატჩები  გაიმართა  მეორე ლიგაშიც.  მორიგი  გამარჯვება  იზეიმა ქედის ბეთლემმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე  ხელვაჩაურის  მაჭახელა  დაამარცხა ანგარიშით 3-1.  ბეთლემი   28  ქულით  ერთპიროვნული  ლიდერია  და  კონკურენტებს  5  ქულით  უსწრებს.  მეორე  ლიგის  გათამაშების  დასრულებამდე  3 ტურია  დარჩენილი  და ქედის  კლუბი პირველ  ლიგაში  დაბრუნების  შანსს  ინარჩუნებს. მომდევნო  ტურის  შეხვედრას  ბეთლემი  10  ნოემბერს,  მარტვილის  სალხინოს  წინააღმდეგ  გამართავს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში