თავდაცვის მინისტრი აჭარაში

17 აპრილი 2021, 12:10 1159 ნახვა

ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო ადლიაში თავდაცვის მინისტრი მოადგილესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად. ამ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე ყაზარმების, საქვაბეს, საკონტროლო გამშვები პუნქტის და სპორტული დარბაზის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, აქტიურ პროცესშია სველი წერტილების სრულად აღჭურვა და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობა.

ტერიტორიაზე დასრულებულია სტადიონის მშენებლობა და კეთილმოწყობა. მინისტრმა აჭარაში ლოჯისტიკის ცენტრის განახლებული ბაზაც მოინახულა დაათვალიერა ორსართულიანი ყაზარმა, რომელსაც შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დასრულდა სასადილოს შენობის რემონტი და ბაზის გარე პერიმეტრის შემოღობვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში