თავდაცვის მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა

18 აპრილი 2021, 15:05 975 ნახვა

ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო თავდაცვის მინისტრი. ამ დროისათვის დასრულებულია კადეტთა საცხოვრებელი შენობისა და სპორტული დარბაზის რემონტი.

ლიცეუმის ტერიტორიაზე დასრულებულია სიმულაციის, შტაბისა და ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. კადეტთა ლიცეუმს ახალი სიმულაციური ლაზერული საშუალებებიც შეემატა. სასწავლო კლასები კი ახალი სმარტ დაფებით ერთ თვეში აღიჭურვება.  მინისტრი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზეც იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში