აქცია ბულვარის დასაცავად

18 აპრილი 2021, 18:15 1030 ნახვა

‘’ამბასადორის“ მშენებლობისა და ნებართვების გაცემის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა ბათუმის ბულვარში. აქტივისტები ამბობენ, რომ  ბულვარი დასაცავია და მშენებლობები ბუნებას აზიანებს.  ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობისთვის დამატებითი სართულების აშენების ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

ამ გადაწყვეტილებით კომპლექსი 16 სართულიანი იქნება.  „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ და საზოგადოება „ბათომის“ სარჩელი, „ამბასადორის“ მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბულვარის დამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში