კოვიდის გამო სოფელ ზენითში ბაღი დაიხურა

19 აპრილი 2021, 13:47 976 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევის გამო ქობულეთის სოფელ ზენითში ბაღი დაიხურა. ბაღების გაერთიანების უფროსის ინფორმაციით, ვირუსი ბავშვს და აღმზრდელს დაუდასტურდა. 

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, სააღმზრდელო დაწესებულება ორი კვირით დაიხურება. შენობაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. 

ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ აღსაზრდელს ბაღში მიყვანის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა, მედიკოსების რეკომენდაციით, მას კოვიდზე პისიარ ტესტირება ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება პედაგოგს, ის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის. 

ბაღში 35 ბავშვი და 15-მდე პერსონალია. ისინი თვითიზოლაციაში რჩებიან.

ქობულეთში ამ ეტაპზე 4 ბაღია დახურული. რაც შეეხება სკოლებს, კორონავირუსის გამო 9 სკოლაში, საკლასო ოთახებში სწავლა არ მიმდინარეობდა, დღეს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ხუთი სასწავლო დაწესებულება გაიხსნა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში