რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიმართა.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „მიიღებენ ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატირები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“.
აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს მიმართეს თუ რატომ არის 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე მისვლა აუცილებელი.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება, მანამდე კი ოპოზიციური პარტიის ლიდერები რეგიონებში მოქალაქეებს შეხვდებიან.