დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი, დოკუმენტზე ხელმოწერით პროცესი დაიძრა - კახა კალაძე

20 აპრილი 2021, 10:36 1019 ნახვა

საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი. ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა - ასე გამოეხმაურა  შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას პარტია “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე.

კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ  თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

"ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე. ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად" და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ყველას, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში"-წერს კახა კალაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში