პენტაგონის განცხადება

20 აპრილი 2021, 14:59 717 ნახვა

უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა განცხადება პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.  მისი თქმით, ძალების ასეთი მასშტაბური განლაგება ხელს არ უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკრაინის საზღვართან. „რუსები აცხადებენ, რომ ეს წვრთნებია. ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არ არის ის ფაქტი, რომ მიზანი სწორედ ეს არის“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილების გამო  შავი ზღვის ნაწილებში,  მათ შორის ოკუპირებულ ყირიმთან და ქერჩის სრუტესთან, დაბლოკოს  სამხედრო-საზღვაო და სახელმწიფო გემების მოძრაობა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში