ვმუშაობთ დადგინდეს თარიღი, როდის მოგვაწვდის „ფაიზერი“ ვაქცინას - ჯანდაცვის მინისტრი

20 აპრილი 2021, 15:16 927 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში აპრილის ბოლოს ''ასტრაზენეკას'' დამატებითი დოზები შემოვა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საუბარია 50 000-მდე ვაქცინაზე. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ასევე მაისშიც შემოვა,  გადაწყვეტილება კოვაქს პლატფორმის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო ​ინტენსიურად მუშაობს ''ფაიზერთან'' პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია, დასაზუსტებელია მოწოდების ვადები. 

„მუშაობა მიმდინარეობს, რომ დადგინდეს თარიღები, როცა „ფაიზერის“ მხრიდან მოწოდება განხორციელდება, „მოდერნასთან“ მიმართებაში არ გვაქვს კონკრეტული პასუხები მათგან. ჯერ „ასტრაზენეკა“ შემოვა, შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ შემოვა „ფაიზერი“.

ჯგუფების გაფართოება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, ვინაიდან ის ცვლილებები, რაც ვაქცინაციის საბჭომ უკვე მიიღო, არის ისედაც დაჩქარებული, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მივეცით უკვე ფართომასშტაბიანად ვაქცინაციის პროცესში ჩართვის საშუალება“, – განმარტა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა საჭიროა მეტი აქტიურობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში