„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა

20 აპრილი 2021, 16:09 857 ნახვა

ე.წ. კარტოგრაფების საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც ივერი მელაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაციაა. 

''საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების  უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე'' - წერია განცახდებაში

საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც წარმოადგენს მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში