ტაქსისტები მგზავრობის გაძვირებას ითხოვენ

20 აპრილი 2021, 20:04 1133 ნახვა

გაძვირებული საწავავის გამო, არსებული ტარიფით უკმაყოფილოები არიან ტაქს „მაქსიმის“ მძღოლები, რომლებიც დამსაქმებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „მაქსიმის“ ხელმძღვანელობამ სხვა პარტნიორი კომპანიების მძღოლები დაასაქმა და  შეკვეთების რაოდენობაც შემცირდა. ეს პრობლემები დღეს, ბათუმში, მძღოლების გაფიცვის მიზეზი იყო.

საპასუხოდ ტაქს „მაქსიმის“ ადმინისტრაციაში არ გამორიცხეს ტარიფის შეცვლა, თუმცა არ დაუსახელებიათ კონკრეტული დრო სიტუაციის ანალიზამდე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში