ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

21 აპრილი 2021, 11:53 875 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ბორდერიზაციის პროცესი განაახლა.

არსებული ინფორმაციით, ხის ბოძები გუშინ დაახლოებით 500 მეტრის სიგრძეზე გაავლეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები შარშან სწორედ ამავე ლოკაციაზე ინტენსიურად მუშაობდნენ და რამდენიმე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც დაამონტაჟეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში