ქუთაისში კლინიკის მეხუთე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადახტა

21 აპრილი 2021, 12:02 8897 ნახვა

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეხუთე სართულიდან პაციენტი გადახტა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი კოვიდინფიცირებული იყო და სამედიცინო დაწესებულებაში შვილთან ერთად მკურნალობდა.

კლინიკის მენეჯერის განმარტებით, ვარდნის შემდეგ მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები ჰქონდა. მისივე თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნებოდა. 

კლინიკაში პაციენტი 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

''კოვიდპლევმონიით მკურნალობდა, მსუბუქი ფორმით. პალატაში შვილთან ერთად იყო, ოჯახური კლასტერი იყო. ფანჯრიდან გადმოხტა. მიზეზი არ ვიცით. არანაირი ფსიქიური პრობლემა არ ყოფილა. ორი საათის განმავლობაში იცოცხლა'' - აცხადებენ კლინიკაში. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

შემთხვევა გუშინ, 20 აპრილს მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში