გულდასაწყვეტია მისი ამ მდგომარეობაში ნახვა - თორნიკე რიჟვაძე ბულვარის ყოფილ დირექტორზე 

21 აპრილი 2021, 13:10 2009 ნახვა

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, როცა ემოციები გადაუვლის, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავესაუბრებით და მოვუსმენთ - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბულვარის ყოფილი დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ხომ არ უკავშირდება ირაკლი ჯინჭარაძის​ გათავისუფლება მის ხმაურიან განცხადებებს, რომელიც კომპანიისთვის ბულვარის სანაპირო ზოლის იჯარით გადაცემას უკავშირდებოდა. 

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ პროცედურებს თავის დრო აქვს. 

''რაც შეეხება სხვა ფორმალურ ნაწილს, ამ ყველაფერზე არაერთხელ აიხსნა, შეკითხვებს გაეცა პასუხი. ყველამ უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა კონკრეტული პროცედურები, ხდებოდეს კონკრეტულ ვითარებაში, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, აუდიტის დასკვნასაც, მის განხილვასაც და შესაბამის რეაგირებასაც''.

ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევები დაასახელა. ირაკლი ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ ის ხმაურიანი განცხადებების გამო დასაჯეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში