ე.წ კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას კვების ობიექტებზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება - საკოორდინაციო საბჭო

21 აპრილი 2021, 15:11 5045 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში, ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდვითარების კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე საზღვარზე შემომსვლელი პირების PCR ტესტის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.

საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყონ აქტიური ტესტირება.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, ასევე ხალხმრავალი შეკრებები და სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან დადგენილი რეგულაციები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში