ხანდაზმულებს მოუწოდებთ მაქსიმალურად დარჩნენ სახლში - საკოორდინაციო საბჭო

21 აპრილი 2021, 15:12 1460 ნახვა

საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ოპერაციული შტაბის უფროსის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, რის გამოც ხანდაზმულებს მსგავსი რეკომენდაციით მიმართავენ 

ასევე სხდომის დასრულების შემდეგ , გიორგი ღიბრაძემ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიმართა, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. 

დღეს საკოორდინაციო საბჭოს ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვა.

ფოტო:არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში