საყოველთაო ვაქცინაცია სავარაუდოდ მესამე ან მეოთხე კვარტალში დაიწყება - თამარ გაბუნია

21 აპრილი 2021, 15:57 1069 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება, სავარაუდოდ, მესამე და მეოთხე კვარტალში იქნება შესაძლებელი.

„რეალისტური მოლოდინი ასეთია, რომ საყოველთაო ვაქცინაცია მესამე და მეოთხე კვარტალში იქნება შესაძლებელი და ის მოქალაქეები, რომლებსაც დღეს ჯერჯერობით ვაქცინაციაში ჩართვა არ შეუძლიათ, აქტიურად შეძლებენ ამას.

თუმცა უკვე მალევე გვექნება კონკრეტული პასუხები Pfizer-ის დამატებით დოზებთან დაკავშირებით. Novavax-იც არის ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული ვაქცინა. კარგია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ ვაქცინაციის პორტალზე და აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, თუ რომელი ვაქცინა სურთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით,  30 აპრილს საქართველოში „ასტრაზენეკას“ 46 ათასი დოზა შემოვა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვაქცინაციის ბოლო ეტაპი იქნება 18 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა, რომელსაც სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოიცავენ.

ჯამში სულ საქართველოს სჭირდება 3 მილიონ 900 ათასი დოზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში