უკვე აღარც ვითვლით იმდენია - გამყრელიძე ბრიტანულ შტამზე 

21 აპრილი 2021, 16:36 1152 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

მისივე თქმით, საქართველოში ჯერჯერობით ბრიტანული შტამის გარდა, სხვა შტამი არ დაფიქსირებულა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული საფრთხე, რომ კორონაგადატანილ ადამიანებს ახლა ვირუსი უკვე „ბრიტანული შტამით“ შეხვდეს, არსებობს.

„შარშან ამ დროს, ან შემოდგომაზე რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო მსოფლიოში და ჩვენთანაც, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა შეიძლება, გაზარდოს არა მარტო ბრიტანულმა, არამედ დღეს უკვე საუბარია ე.წ. ინდოეთის ორმაგ შტამზე, ბრაზილიურზე, სამხრეთ ამერიკულზე. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ჩვენთან ეს შტამები, გარდა ბრიტანულისა, არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ბრიტანული შტამი.

უკვე აღარც ვითვლით, იმდენია S გენ უარყოფითი. მგონი, 100-ზე მეტი გვქონდა უკვე ლაბორატირიულად დადასტურებული, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით 70-დან 90 პროცენტში, ქვეყანაში ბრიტანული შტამი ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში