ზელენსკი პუტინს დონბასში შეხვედრაზე იწვევს

21 აპრილი 2021, 18:01 945 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი რუს კოლეგას ქვეყნის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში შეხვედრაზე ეპატიჟება. ზელენსკის ამ შეთავაზებას კრემლი ჯერ არ გამოხმაურებია.

უკრაინის ლიდერმა დღეს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ  რეზერვისტების ჯარში გაწვევა ერთ დღე-ღამეში, მობილიზაციის გარეშე განხორციელდეს. უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე, – ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით სამხედრო ძალების მობილიზაციას განაგრძობს. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიძაბა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს. შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში