ქალის როლი მთიან აჭარაში

21 აპრილი 2021, 20:06 1550 ნახვა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ დისკრიმინაციული, სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ერთ-ერთი მიზეზია, რომელიც პოლიტიკასა და მმართველობაში ქალთა არასაკმარის მონაწილეობას განაპირობებს.

მართალია, ქალების როლი ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში იზრდება, თუმცა დამკვიდრებული სტერეოტიპის მიხედვით, ხშირად მათ არ შეუძლიათ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი.

დღეს, საზოგადოებაში ბევრი ფიქრობს, რომ მთავარი მხოლოდ მონდომებაა და  ქალის აქტიურობას ხელი ოჯახურმა საქმეებმა არ უნდა შეუშალოს.

რეპორტაჟში მოგიყვებით ქალებზე მაღალმთიანი აჭარიდან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში