თურქეთში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

22 აპრილი 2021, 15:33 1289 ნახვა

თურქეთში საქართველოს საელჩო ამავე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. 

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მიმდინარე წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.

ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.

ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08"-წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში