დეპუტატების საკონსტიტუციო სარჩელი

22 აპრილი 2021, 17:54 1081 ნახვა

შეუწყდებათ თუ არა დეპუტატის უფლებამოსილება  ზურა ჯაფარიძეს, თამარ კორძაიას და ელენე  ხოშტარიას ეს ორი კვირის შემდეგ გაირკვევა -  სწორედ ამ ვადით გადაიდო  საკონსტიტუციო სასამართლოში მათი  სარჩელის  განხილვა.

შესაბამისი შუამდგომლობა თამარ კორძაიამ დააყენა.  ჯაფარიძე, ხოშტარია და კორძაია  პარლამენტის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას  ითხოვენ, რომლის მიხედვითაც თებერვალში მათ პარლამენტმა მანდატების გაუქმებაზე  უარი  უთხრა.  საქმე უპრეცედენტოა, სასამართლო მსგავს საკითხზე პირველად  მსჯელობს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო  სარჩელს დააკმაყოფილებს ამით შესაბამისი დადგენილება ძალას დაკარგავს  და  პარლამენტის  წევრის  უფლებამოსილება  ვადაზე  ადრე  შეუწყდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში