კრიტიკულ ფაზაში ვართ და ველოდებით პიკურ მაჩვენებელს, მიმდინარეობს საწოლფონდის სრული მობილიზება - ეკატერინე ტიკარაძე

23 აპრილი 2021, 11:59 807 ნახვა

​კრიტიკულ ფაზაში ვართ და ველოდებით პიკურ მაჩვენებელს-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამედიცინო სექტორი არის გადატვირთული და უნდა გავითვალისწინოთ თუ რა ზღვარზე მუშაობენ ჩვენი ექიმები.

მისივე თქმით, მათი რესურსის გაფრთხილება ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარეობს საწოლფონდის სრული მობილიზება, რომ იყოს საწოლების ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანას მეორე ტალღის პიკურ მაჩვენებელში ჰქონდა.

"2 დღის წინ გამოიცა დამატებითი ბრძანება , რომელიც 1000 საწოლის დამატებას ითვალისწინებს აქედან გამომდინარე ორშაბათიდან  ქვეყანას ექნება 6500 საწოლი. 

ასევე სრული მობილიზაციაა როგორც ჟანგბადის მოცულობების, ასევე მედიკამენტების, სექტორში ამ მხრივ სრული მზაობაა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის ფიზიკური და მორალური გატატვირთვა რაც დღეს ჩვენს ექიმებს აქვს ამის ჩანაცვლება სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5 500-მდე საწოლი, აქედან გამომდინარე საწოლების დეფიციტი არ არის. 

გამოიყენება როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები და ამ მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ შეინიშნება. რადგან ყოველდღიურად 27 000 - 30 000 - მდე პირი იტესტება. 

"ჩვენ 27 აპრილს ველოდებით კორეიდან სწრაფ ტესტებს მილიონ ერთეულს, შემდეგ კი ნახევარი მილიონი უახლოეს მომავალშ დაემატება. დღეს ქვეყანაშ 400 000 PCR ტესტია, რომელიც სრულებით საკმარისია"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში