ვინ როგორ მოიპოვა დიპლომი - „უფლებები საქართველოს“ კვლევა

23 აპრილი 2021, 12:27 841 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" დღეს დაასახელებს იმ მოსამართლეების გვარებს,  რომელთაც დიპლომის აღიარება სასამართლოს ჩარევით მოიპოვეს​. 300-მდე მოსამართლის უმაღლესი განათლების და ქონებრივი დეკლარაციები ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსამართლეები, რომელთაც აქვთ დიპლომთან დაკავშირებული პრობლემები, სასამართლო სისტემაში არ უნდა მსახურობდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის მოკვლევისას გამოვლინდა მათი მხრიდან დისკრიმინაციული განცხადებების ფაქტები და ეთიკური გადაცდომების შემთვევები. შესწავლილია ქონების ფლობის შესახებ ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში