იტალიაში გაფიცულები ვაქცინაციის დაჩქარებას მოითხოვენ

23 აპრილი 2021, 15:26 875 ნახვა

იტალიის რკინიგზისა და საქალაქო ტრანსპორტის მუშაკებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს. გაფიცულები ხელისუფლებისგან კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფას მოითხოვენ. იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით,  საქალაქო ტრანსპორტის მუშაკთა დიდი ნაწილი სამუშაოს 4 საათით შეწყვეტს, ძირითადად საღამოს საათებში.  რომში ავტობუსების, ტრამვაების, მეტროსა და ქალაქგარე ელექტრომატარებლების მუშაობა ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 წუთზე შეწყდება. იტალიის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია აცხადებს, რომ მაღალსიჩქარიანი მატარებლების მოძრაობა გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში