უკრაინამ ისრაელს შუამავლობის თხოვნით მიმართა

23 აპრილი 2021, 17:33 784 ნახვა

უკრაინა რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შესაძლოა ისრაელი ჩაერთოს. ოფიციალურმა კიევმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შუამავლის როლის შესრულება სთხოვა. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

ელჩის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრს შესაძლო შუამავლობის საკითხთან დაკავშირებით, რადგან მას კარგი ურთიერთობები აქვს როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. უკრაინელი დიპლომატის მტკიცებით, ნეთანიაჰუს შუამავლობის  თხოვნაზე უარი არ უთქვამს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში