ნატოს სამიტს ჯო ბაიდენი დაესწრება

23 აპრილი 2021, 17:03 971 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 14 ივნისს  ბრიუსელში დაგეგმილ  ნატოს სამიტს დაესწრება. შეხვედრაზე ალიანსის წევრი-ქვეყნების  ლიდერები  ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატოს ჯარების გამოყვანის,  რუსეთთან და ჩინეთთან დაძაბულ ურთიერთობაზე  და ასევე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალზე იმსჯელებენ.

გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებენ ,,დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებზე’’, როგორიცაა: რუსეთის აგრესიული მოქმედებები, ტერორიზმის საფრთხეები, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და ჩინეთის გავლენების გაძლიერება მსოფლიოში.ალიანსის ბოლო სამიტი 2019 წელს, ლონდონში გაიმართა. ხოლო გასულ წელს, მისი ჩატარება კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში