რუსეთმა პოლონელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

23 აპრილი 2021, 17:43 827 ნახვა

რუსეთმა პოლონეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. დიპლომატებმა რუსეთი 15 მაისამდე უნდა დატოვონ.

„რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით პოლონეთის პროვოკაციულ ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებით, სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს 5 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 2021 წლის 15 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ,“- აცხადებენ სამინისტროში.

15 აპრილს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში