ძმები წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე მე-7 პირი დააკავეს

24 აპრილი 2021, 12:30 1859 ნახვა

‘’წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ ბათუმში ელდარ ანთაძეც დააკავეს. საუბარია რიონის ხეობის დაცვისთვის გამართულ აქციის მონაწილეებთან სოლიდარობაზე, რომლის შემდეგაც ბათუმიდან ჩასული 6 ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა 6-მა თანამზრახველმა 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს.

მოქალაქეს, ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ელდარ ანთაძეს  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში