სკოლებში კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება

25 აპრილი 2021, 12:23 1486 ნახვა

კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება საჯარო სკოლებშიც. პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.      

სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში ასევე მკაცრად კონტროლდება მშობელთა და სხვა პირთა სკოლის ტერიტორიაზე მიმოსვლა, გასული კვირის, მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები  გავრცელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში