დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

25 აპრილი 2021, 15:23 1429 ნახვა

სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

გამოკითხვაზე 2 ადამიანი იმყოფება. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი არის სასულიერო პირი, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური დაპირისპირება იყო  მარტვილში დადიანების სასახლის ეზოში. მეუფე სტეფანესა და სხვა სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა სიტუაცია, რაც სალხინოს ეზოში ბიზნესმენი  კეკუჩია გამოჩნდა. 

სასულიერო პირების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კეკუჩიას პირადი ინტერესები აქვს და მას ტერიტორიის დაკავება სურს.ისინი აცხადებენ, რომ ბიზნესმენის მოსვლა მეუფე დიმიტრიმ დაუშვა რაც მათთვის მიუღებელი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში