მაღაროელების პროტესტი

25 აპრილი 2021, 15:11 945 ნახვა

ჭიათურაში  შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია და ორშაბათიდან მაღაროელები სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას და დასაქმებულთა ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება, ასევე, მიიღებენ ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით და მაისის თვიდან ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას. შეთავაზებას დასაქმებულთა, დაახლოებით, 70% დათანხმდა, ნაწილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში