რატომ შეიზღუდა გადაადგილება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე?

25 აპრილი 2021, 20:15 4048 ნახვა

ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის შუახევის მონაკვეთზე გზის გაფართოებითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო მოძრაობა რამდენიმე საათია ჩაკეტილია. გზაზე  საცობი შეიქმნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ  რამდენიმე  საათია ელოდებიან გზის გახსნას.

მოქალაქეების ნაწილმა შემოვლითი გზით სარგებლობა გადაწყვიტა, თუმცა დაზიანებული გზის გამო, რამდენიმე ავტომობილმა გადაადგილება ვერც ალტერნატიული გზით შეძლო. მაგისტრალის ამ მონაკვეთზე გზა ხშირად იკეტება, რადგან სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში განმარტავენ, რომ კლდოვან მასას აფეთქებენ, გზას კი მისი გაწმენდის შემდეგ გახსნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში