ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების გამო კიდევ ორი სკოლა დაიხურა

26 აპრილი 2021, 10:37 2204 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბათუმის მესამე სკოლა დროებით დაიხურა. ვირუსი დაუდასტურდა სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელსა და ორ პედაგოგს. მანამდე კი კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს ჰქონდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით არდადეგებამდე დარჩენილ დღეებში მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან. 

რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ბათუმში დაიხურა კერძო სკოლა ''გიმნაზია 21-ე საუკუნეც''. 

ორი სასწავლო დაწესებულება კი, რომლებიც ამ დრომდე დახურული იყო გაიხსნა და მოსწავლეები საკლასო ოთახებში განაგრძობენ სწავლას. ბათუმის  მე-2 და 28-ე სკოლებმა მუშაობა დღეს განაახლეს. 

26 აპრილის მონაცემებით აჭარაში დახურულია 13 სკოლა და 6 ბაღი. სწავლების ონლაინ რეჟიმზეა 24 კლასი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში