საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

26 აპრილი 2021, 10:58 911 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი, ხოლო  გამოჯანმრთელდა 1 058 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 226 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 463 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 763 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.51%.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 36, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 10, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 995, აჭარაში - 419, იმერეთში - 410. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში - 301, აჭარაში - 73, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში - 89, აჭარაში - 10, იმერეთში - 9. 727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 - თბილისში, 284 - აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 227 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 2.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში