მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება - ამირან გამყრელიძე

26 აპრილი 2021, 12:24 884 ნახვა

მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

ამირან გამყრელიძემ დღეს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მიმართონ ამცრელ პუნქტებს.

მისივე განცხადებით, ხვალ დღის ბოლოს გაიხსნება  ჯავშნები "სინოფარმის" ვაქცინაზე და 4 მაისიდან დაიწყება ვაქცინაცია.

გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინების მარაგი ეტაპობრივად შეივსება.

"კიდევ ერთხელ გთხოვთ გავითვალისწინოთ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. ეს დაავადება არ ეპუება კაცობრიობას, იცვლის გენეტიკურ შემადგენლობას, ებრძვის კაცობრიობას და ამიტომ საჭიროა ერთობლივი სოლიდარობით დავამარცხოთ ის. პრევენციულ ღონისძიებებსა და ვაქცინაზე გადის დამარცხების გზა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში