აღდგომის დღეებში, არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს - ამირან გამყრელიძე

26 აპრილი 2021, 12:52 1048 ნახვა

ჩვენი მიდგომა არის, რომ არ გვინდა დამატებითი მკაცრი შეზღუდვების შემოღება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაზე ის წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა ზოგადი მიდგომა და რეკომენდაციაა, რეგულაციების აღსრულება იყოს ამ დღეებში მაქსიმალური.

"ასევე თხოვნა და რეკომენდაციაა, რომ წინა სააღდგომო და აღდგომის დღეები მაქსიმალურად მოკრძალებულად აღინიშნოს, რომ არ მოხდეს ინფიცირების გავრცელება"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში