აქციის დროს გზაზე გაკეთებული წარწერის გამო მოსამართლემ აქტივისტს სიტყვიერი შენიშვნა მისცა 

26 აპრილი 2021, 13:16 1192 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ქედელიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 500 ლარიანი ჯარიმა არ დაეკისრა. სხდომა დღეს, 26 აპრილს გაიმართა. 

პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აჭარის მთავრობის სახლის წინ გაკეთებული წარწერისთვის -  "არ დავთმობთ ბულვარს" შეადგინა. ბრალდების მხარე სასამართლოზე 500 ლარიან ჯარიმას ითხოვდა.  შემთხვევა 14 აპრილს მოხდა, როდესაც აქტივისტები ბულვარის დასაცავად აქციაზე შეიკრიბნენ. 

ქედელიძემ ეს გაადწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და გაასაჩივრა.

''ალტერნატივის'' წევრის თქმით, არ იცოდა გზაზე გაკეთებული წარწერით კანონს თუ არღვევდა. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა კანონი გააცნეს წარწერის გაკეთება შეწყვიტა.

მზია ქედელიძემ მხოლოდ ორო ასო "არ" დაწერა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში