აქცია აჭარის მთავრობასთან

26 აპრილი 2021, 15:23 1005 ნახვა

აქცია იყო ბათუმში. აჭარის მთავრობის სახლთან ამჯერად ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად ძალადობისა და სამი პირისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების ბრალდებით დაკავებული  წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლები შეიკრიბნენ.  სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფები ხელისუფლებას აფრთხილებენ არ იქონიონ გავლენა სამართლოზე, ხოლო სასამართლოს აფრთხილებენ, რომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის მთავრობის სახლთან ფართო მასშტაბიანი და  პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.  ‘’წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ ბათუმში ორი დღის წინ კიდევე ერთი პირი ელდარ ანთაძეც დააკავეს. ელდარ ანთაძეს  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში