3-დან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს 

26 აპრილი 2021, 16:06 5787 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება.

''როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა'' - განაცხადეს სხდომის დასრულების შემდეგ.

ბათუმში ასევე არ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში