მალე საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება - თამარ გაბუნია

26 აპრილი 2021, 17:06 2182 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, მალე საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს.

„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, კოვიდპასპორტი იქნება აგებული იმ პრინციპებზე, რა პრინციპებიც არის ევროკავშირში და მასზე მუშაობა 2 კვირის განმავლობაში დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში