მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

26 აპრილი 2021, 18:04 1762 ნახვა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მკურნალობას ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში საგრძნობლად დამძიმდა.

ოშხარელი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომას უძღვებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციას რამდენიმე დღის წინ მისი მეუღლე ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში