29 აპრილიდან თურქეთში სრული ლოქდაუნი ამოქმედდება

26 აპრილი 2021, 21:30 1321 ნახვა

თურქული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, თურქეთში სრული ლოქდაუნი გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიის დაძლევის მიზნით,  2021 წლის 29 აპრილის 19:00 საათიდან 2021 წლის 17 მაისის 05:00 საათამდე ლოქდაუნის რეჟიმი ამოქმედდება.

ამასთან, დაიხურა სკოლები და იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა. საქალაქთაშორისო მოძრაობა მხოლოდ სავალდებულო ნებართვით განხორციელდება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს.

თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 38 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამდრომდე ქვეყანაში კორონავირუსის 4 629 969 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს კი 38 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში